|
რეაბილიტაციისა
და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ დავაფუძნეთ
თანამოაზრეებმა. გვაერთიანებდა სურვილი გაგვეხორციელებინა მრავალი
ჩანაფიქრი, რომელიც მანამდე მხოლოდ იდეის სახით არსებობდა. ცალკეული
ინდივიდების მიერ ძნელი იყო საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება,
მაგრამ ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა
გაერთიანებული ადამიანური რესურსებით პრობლემების გადაჭრაზე გვეფიქრა.
ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს: ქალთა უფლებების დაცვა,
ტრეფიკინგი, პატიმართა უფლებების დაცვა, ქალთა უფლებების დაცვა ჯანდაცვის
სფეროში, ბავშვთა უფლებების დაცვა ჯანდაცვის სფეროში. . .
„თანაზიარი“ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელ
პირობად სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას მიიჩნევს. ამიტომაც შეიქმნა
ქალთა კლუბი „კოლხური ნანა“, რომლის ძირითადი მიზანია ქალთა
გააქტიურება საზოგადოებაში, რათა ქალები იყვნენ უფრო მიზანდასახულები და
აქტიურები, რათა არასოდეს გაუქრეთ სურვილი უკეთესობისკენ შეცვალონ
თავიანთი ცხოვრება.
მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გაიზიარეს
ჩვენი მიზნები, მხარი დაუჭირეს ჩვენს ინიციატივას და წვლილი შეიტანეს
ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
The Organization has enough human resources to condoct sociological,
economical, statistical and any other kinds of researches at any quantities
in Samegrelo-Zemosvaneti region. ''Tanaziari'' is ready to conduct
researches.
|